22:08 | 2021-10-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ

სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალდებულების ადვოკატის, გიორგი გოგინავას თქმით, საქმის მასალები მისთვის ჯერჯერობით არ გადაუციათ.

 

„ბრალდებულ მამა-შვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.“- განაცხადა გიორგი გოგინავამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება უკვე წარუდგინა.

 

ბრალდებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X