
საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ახალი მეუღლე ჰყავს. სააკაშვილის რჩეული უკრაინელი დეპუტატი, ლიზა იასკოა.
როგორც აღმოჩნდა, ლიზა იასკო საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„პრაიმტაიმი” გთავაზობთ, რას წერენ სოციალურ ქსელში ლიზა იასკოასა და სანდრა რულოვსის შესახებ:
“სანდრა იყო, არის და იქნება მიშას ცოლიც, მისი ორი ვაჟის დედაც, საქართველოს პირველი და განუმეორებელი ლედიც და სულით ქართველი ქალის, დედის განსახიერება და საამაყო სიმბოლო. იმედია სანდრა აპატიებს მიშას ამ სისუსტეს”
“ჩემს ყოფილთან განშორებაზე მეტად, სანდრაზე ვდარდობ. რა ვქნა, ნუ მომკლავთ, ცოლი ვიცი მე სანდრა”.
“რუსთავის ციხე კი არა, ციმბირში რომ ჩააკითხოს, ჩემთვის მაინც სანდრაა პირველი ლედი”.
“მიშას გემოვნებაში ჩავარდნა აქვს დაახვეწინეთ ციხეში გემოვნება”.
“რა ცოლი, რას პროვოკტორობთ? ცოლი ერთი ჰყავს, სანდრა”.
“სანდრა განუმეორებელი არის”
“ჩვენ გვყავს სუპერ სანდრა!”.
„გამოვცადოთ აბა მეგრულად თუ იმღერებს, არამგონია, რომ სანდრას აჯობოს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ მისი ახალი რჩეული უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკოა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში






















