
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ჩამოსვლის დასტურად, კიევი-თბილისის სამგზავრო ბილეთის ჯავშნის კოდი გამოაქვეყნა, რომლის კვალიც მოულოდნელად გაქრა.
თუ რატომ აღარ იძებნება სააკაშვილის ბილეთის ჯავშნის კოდი ბაზაში, ამის მიზეზი შემდეგი სამი არგუმენტია – განმარტავს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
„სააკაშვილის ჯავშნის კოდის მიხედვით, მას პირველი ბილეთი აღებული აქვს 2 ოქტომბერს. როცა შემდეგ დავძებნე, სააკაშვილზე და ქალბატონ ალასანიაზე მეორე ბილეთი აღებული იყო 31 დეკემბერს, შემდეგ უკვე ბილეთი აღარ იძებნებოდა. ამაზე ორი პასუხია – სააკაშვილმა ან 31 დეკემბრიდან 2 ოქტომბერზე გადმოჯავშნა ისევ ბილეთი, ან ბილეთი რომელიმე სხვა ახალი თარიღით იყიდა, ან ჯავშანი საერთოდ გააუქმა.
შეიძლება, სააკაშვილმა საერთოდ სახმელეთო გზა აირჩიოს საქართველოში შემოსასვლელად რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენი სამართალდამცველები მას ნებისმიერ ადგილზე დახვდებიან“,- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა. რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტმა ქვეყანაში ჩამოსვლის დასტურად, სოციალურ ქსელში 2 ოქტომბრით დათარიღებული კიევი-თბილისის სამგზავრო ბილეთის ჯავშნი გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ: სვანეთში კლდე ჩამოიშალა
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























