12:44 | 2021-06-26 ავტორი: Prime Time

“სააკაშვილმა გახარიას კი არა, მელიას გაუჩალიჩა… უკიდურესად ეჭვიანი კაცია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“სააკაშვილმა გახარიას კი არა, მელიას გაუჩალიჩა… უკიდურესად ეჭვიანი კაცია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ტე­ლე­კომ­პა­ნია “ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა “დი­ლის ნი­უს­რუმში” აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ქმედებით, არა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, არამედ მის თანაგუნდელს, ნიკა მელიას “გაუჩალიჩა”.

 

“ის, რომ ვა­შინგტონ­ში და­ემ­თხვა გა­ხა­რია-სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე­თი აბ­სურ­დია, რო­გო­რიც მარ­ტო ბი­ძი­ნას აწყობს. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ხა­რი­ას კი არა, მე­ლი­ას გა­უ­ჩა­ლი­ჩა. სა­ა­კაშ­ვი­ლი-გა­ხა­რია არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან. მე­ლია იყო ჩა­სუ­ლი, შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­და, მერე უცებ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ად­გა კარ­გი პატ­რო­ნი­ვით, ახლა მან უნდა ჩა­მო­ი­ა­როს, გა­მარ­თოს შეხ­ვედ­რე­ბი. უკუ­დუ­რე­სად ეჭ­ვი­ა­ნი კა­ცია.

 

ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მიხ­ვდა, რომ სხვა დრო მო­ვი­და, ხალ­ხს სხვა მო­თხოვ­ნე­ბი აქვს. სა­ა­კაშ­ვი­ლი რა არის? მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ერ­თია, ეგე­თი გი­ჟე­ბიც არ­სე­ბო­ბენ – სა­დღაც 5%, ვინც “ფე­ის­ბუქ­ზე“ დარ­ბის, ემიგ­რა­ცი­ის რა­ღაც ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ფუჭი იმე­დი აქვთ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რა­ღაც ალია ექ­ნე­ბათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თად დაბ­რუნ­დე­ბი­ან…” – გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

 

შეგახსენებთ, “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, ვაშინგტონში გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

ავტორი: Prime Time

X