
სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ოქრუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა – გამორიცხავს თუ არა ის ყოფილ პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მას იჭერდნენ, ერთად ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად.
„ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ არ მაქვს რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ მშვიდად.
არა იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, არამედ ამ ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს და ყველას შვილებისთვის იყოს ნორმალური გარემო.
ადრე თუ გვიან დამთავრდეს ეს დავიდარაბა და ვკამათობდეთ, ვდავობდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური სფერო, განათლება, როგრი იქნება უსაფრთხოება და არა იმაზე, ვინ იქნება ხვალ პარლამენტში და როგორი წარმომადგენლობით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.
სასამართლომ ოქრიაშვილს 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა.






















