13:46 | 2021-12-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სააკაშვილმა საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა, მისი ფანტაზიები უკიდეგანოა – გურამ მაჭარაშვილი

სააკაშვილმა საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა, მისი ფანტაზიები უკიდეგანოა – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 21 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა:

 

გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო - ეკატერინე ტიკარაძე
2021-12-13გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო - ეკატერინე ტიკარაძე

 

„მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიები არ გაგვიკვირდება, მისი ფანტაზიები უკიდეგანოა. როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა. ეს მისი პირადი საქმეა, ქვეყანას სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს. სხვათა შორის, ძალადობრივ პროცესებზე მათმა მხარდამჭერებმაც კი თქვეს უარი.

 

შეიძლება, არჩევნებში პოლიტიკურად მხარს უჭერდნენ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ არც ერთ შემთხვევაში რადიკალურ ნაბიჯებს და ქუჩის აქციებს. ამიტომ, ოპოზიცია უნდა მიხვდეს და მეცადინეობა დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მგონი, აქციებს გავლენა მათ მხარდამჭერებზეც არ აქვთ, რადგან ხალხს არ უნდა ქუჩაში ირბინოს ნაცვლად იმისა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატები პარლამენტში მუშაობდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X