21:12 | 2021-11-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ერთი პირობით

სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ერთი პირობით

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია. ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

 

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საქსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია ყველა მათგანის თანხმობა იქნება“, – განაცხადა გვარამიამ.

 

მისივე თქმით, გადაყვანისთანავე სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X