
საქართვლოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს ციხიდან წერილი გაუგზავნა.
ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ზუსტად არ აკონკრეტებს, რა ეწერა წერილში. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მისი გასაჯაროების დროც მოვა.
„მისი გასაჯაროების დროც მოვა. სააკაშვილის ახლობლემა, ოჯახის წევრებმა ნახეს და იციან, რა წერია ამ წერილში. მე, რა თქმა უნდა, წერილებს ეთერში არ ვკითხულობ. მე სააკაშვილთან კომუნიკაცია მაქვს და ციხეშიც უნდა ვინახულო“,- განაცხადა ჩაკვიანმა.
შეგახსენებთ, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე ერთ-ერთი დანაშაულია, რომლის გამოც, სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა და სასჯელის სახით, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზეა მსჯავრდებული.
ასევე დაგაინტერესებთ:























