
მე ის ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, – ამის შესახებ მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ განაცხადა. აღნიშნული მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
„ის გაიმეტეს სიკვდილისთვის. სააკაშვილს ძილის დროსაც შეიძლება რამე მოუვიდეს. მე ის ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია” – განაცხადა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 30-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















