
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობა შემდეგნაირად უნდა შეფასდეს:
„როგორც ჩანს, მას ურჩიეს, ან თავად მიხვდა, რომ მისი „ისტორიული გამოსვლები“ სასამართლო პროცესზე, ერთი მხრივ, პროკურატურას ეხმარებოდა იმაში, რომ ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები გაემყარებინა და, მეორე მხრივ, საზოგადოებაში აქარწყლებდა ყველა კითხვას, რომელიც ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა, თუ რატომ იყო ეს ადამიანი ან ბრალდებული, ან მსჯავრდებული“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მსჯელობს.






















