16:47 | 2021-10-07 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სააკაშვილთან მიმართებაში არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს – გიორგი ბარამიძე

სააკაშვილთან მიმართებაში არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს – გიორგი ბარამიძე

“სააკაშვილთან მიმართებაში არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს. ამ საქმეში ვინც ოყო ბრალდებული, ისინი დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში. მიხეილ სააკაშვილს ედავებიან გირგვლიანის საქმეში ვინც იყვნენ, სხვა 400 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ეს ადამიანები რატომ შეიწყალეო, ანუ საქართველოს პრეზიდენტს ედავებიან, რატომ გაბედე და ვინმე რატომ შეიწყალეო.

 

რას ამბობენ
2021-10-07რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე

 

“ქოცების” დანიშნულმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი, ბავშვის გამაუპატიურებელი და ნარკოტიკების გამავრცელებელი რომ შეიწყალა, ამაზე რატომ არ იღებენ „ქოცები“ ხმას?”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

 

იმას შეუძლია გაათავისუფლოს პოლიციელის მკვლელი და შეიწყალოს, რაც პრეზიდენტის დისკრეციაა და მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო 400 სამხედრო მოსამსახურე შეეწყალებინა, მათთვის გაენახევრებინა სასჯელი და მათ შორის მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მისმა ხელისუფლებამ დაიჭირა და გაასამართლა? ორმაგი სტანდარტის ლოგიკით ხელმძღვანელობს „ქოცების“ პუტინისტური რეჟიმი და ამისთვის აქვს მიხეილ სააკაშვილს მისჯილი, რატომ გაბედე და შეიწყალეო.

 

ამნისტიაში სახელები და გვარები არ იწერება, ის იწერება ზოგადად. ამ ადამიანების უმრავლესობის შეწყალება საჭირო იყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ ჯარში და მათ შორის ისიც მოხვდა, ვინც პოლიტიკურად მომგებიანი შეიძლება არ ყოფილიყო. ამის გამო პრეზიდენტის გასამართლება არის ველურობა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X