13:22 | 2020-04-03 ავტორი: Prime Time

საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს გამგეობის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას

საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს გამგეობის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწეოდებს.

 

„ამ რთულ და საპასუხისმგებლო დროს მინდა გისურვოთ სიმშვიდე და ჯანმრთელობა!

 

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა.

 

მსურს მივმართო ჩვენი ასოციაციის წევრებს, პარტნიორებს, დამსახურებულ არტისტებს, გამოვიჩინოთ ყველამ ერთად მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აისახება ჩვენს მომავალზე.

 

ასევე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ფორსმაჟორული რეჟიმისა, ერთი წუთით არ ვწყვეტთ ჩვენს წევრებზე ზრუნვას.

 

ვაგრძელებთ მუშაობას იმ ორგანიზაციებთან ვინც არ გაჩერდა ან დისტანციურად ფუნქციონირებს.

 

როგორც კი ქვეყანა დაუბრუნდება რჩვეულ რიტმს, GERA განაგრძობს ოპერირებას იმ მექანიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც აირჩია საქართველოში საავტორო უფლებების სათანადო დონეზე დაცვისთვის.

 

მანამდე კი, ვუერთდებით ჩვენს თანამოქალაქეებს და ვაგრძელებთ სოციალურ დისტანცირებას მანამ, სანამ ამას საჭიროდ ჩათვლის ჩვენი ქვეყნის მთავრობა.

 

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ !“ – ნათქვამია ალექსანდრე გვარიშვილის განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X