11:15 | 2020-05-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

საბანკო გადასახადები კიდევ გადავადდება – რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის

საბანკო გადასახადები კიდევ გადავადდება – რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის

ბანკის გადასახადები გარკვეული ჯგუფისთვის სამი თვით კიდევ გადავადდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მან ორი პირობა დაასახელა, რა შემთხვევაშიც ადამიანს სესხი გადაუვადდება.

 

კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ
2020-05-21კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ

 

„ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება, სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხი.

 

ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუმცირდა შემოსავალი, სურვილის შემთხვევაში მიმართავს ბანკს  და გადაუვადება სესხი, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“,- აღნიშნა გახარიამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X