19:23 | 2020-05-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საბანკო სესხები 3 თვით ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა გადაუვადდეს – ნიკა მელია

საბანკო სესხები 3 თვით ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა გადაუვადდეს – ნიკა მელია

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა რჩება უცვლელი – უნდა შეეხოს საბანკო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმის დაწესება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრის თვემდე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება თვითდასაქმებულებს კიდევ ერთხელ აქცევს ზურგს.

 

 

რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ
2020-05-21რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ

 

„ვისაც უკვე ვეხმარებით ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ვინც სამსახური დაკარგაო. ძალიან დიდი ტყუილი, ხალხო.

 

არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში 1 თეთრის დახმარება არ მიუღია და მეტიც, მსოფლიოში საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი, ვინც არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა არავის.

 

ვინც სამსახური დაკარგა, მას გადავუვადებთ სამი თვითო, ეს რას ნიშნავს – კვლავ არის ზურგშექცეული თვითდასაქმებულები, რომლებიც შეადგენს 600 000.

 

საქართველოს 600 000 მოქალაქეს, რომელიც თვითდასაქმებულია და არ ეხმარებით, დაკარგული აქვს სამსახური, მათ ეუბნებით, რომ საბანკო კრედიტებს არ გადაუვადებთ?

 

რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს ჰქონია შემოსავალი, ბატონო გახარიავ? არ ჰქონიათ ბოლო რამდენიმე წელია და თავს ირჩენენ საზღვარგარეთიდან ნათესავების გამოგზავნილი ფულით, რომელსაც ვეღარ უგზავნიან.

 

შესაბამისად ამ ხელს ჩვენ ვეუბნებით, რომ არც კი გელაპარაკებით, ან როდესაც ამბობთ, ვინც სამსახური დაკარგა, იმათ გადავუვადებთ მარტოო, გუშინწინ რომ დაიწყო სილამაზის სალონში თანამშრომელმა მუშაობა, 4 თვის შემდეგ, მან უნდა გადაიხადოს ივნისის თვიდან კრედიტი?

 

საბანკო გადასახადები კიდევ გადავადდება - რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის
2020-05-21საბანკო გადასახადები კიდევ გადავადდება - რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის

 

 

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა რჩება უცვლელი – უნდა შეეხოს საბანკო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმის დაწესება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრის თვემდე.

 

იმ მოქალაქეებსაც უნდა შეეძლოთ სამი თვის განმავლობაში ვალის არგადახდა, რომლებმაც აიღეს ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდანაც”, – განაცხადა მელიამ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X