20:44 | 2020-05-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საბანკო სესხის 3-თვიანი გადავადება – მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს – ლილუაშვილი

საბანკო სესხის 3-თვიანი გადავადება – მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს – ლილუაშვილი

გაგრძელდება საბანკო სესხის 3 თვიანი გადავადება – მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს შეღავათები შეეხება მათაც, ვინც სახელმწიფოსგან იღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას.

 

რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ
2020-05-21რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ

 

„თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო, მისი შემოსავალი გაუარესდა და ვეღარ ახდენს საბანკო სესხის მომსახურებას, ამ ადამიანებისთვის გაგრძელდება 3-თვიანი გადავადება ბანკების მხრიდან.

 

არის კიდევ მეორე კატეგორია – ადამიანები, რომლებსაც ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით და აძლევს სხვადასხვა სახის კომპენსაციას.

 

ამ ადამიანებსაც, თუ აქვთ მათ სესხი, აქვთ საშუალება, რომ ავტომატურად ისარგებლონ მსგავსი შეთავაზებით ბანკებისგან,“- განაცხადა ბექა ლილუაშილმა.

 

ასევე ნახეთ: რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X