
ყოველთვის აქტუალურია თემა რით გავართოთ ბავშვები და რა ვაკეთოთ მათთან ერთად, რომ თავისუფალი დრო ერთად დასამახსოვრებლად გავატაროთ.
საბავშვო ფილმებზე მუშაობა რეჟისორებისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. პატარა მაყურებელი უფროსებისგან განსხვავებით, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს, ამიტომაც შემოქმედებით ჯგუფს უამრავი დეტალის გათვალისწინება უწევს.
მსოფლიო კინოინდუსტრიაში არის ფილმები, რომლებსაც ბავშვებმა მშობლებთან ერთად უნდა უყურონ.
საბავშვო ფილმები მათ დედიკოებს და მამიკოებს კიდევ უფრო მეტად ეხმარება უკეთ გაუგონ საკუთარ შვილებს და გააცნობიერონ, რას ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები სხვადასხვა ასაკში.
შუა ბავშვობის ასაკის განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე ბავშვებმა შეიძლება გამოამჟღავნონ:
- სასკოლო შფოთვა, უსაფრთხოდ არ იგრძნონ თავი სკოლაში და მშობლის გარეშე არ დარჩნენ გაკვეთილზე;
- უსუსურობის განცდა: „ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია“ – წარუმატებლობის და შეცდომის შიშით კონკრეტულ მოქმედებაზე უარის თქმა (დავალების შესრულება, თამაში);
- გარიყულობის განცდა –იგრძნონ თავი ჯგუფისგან იზოლირებულად და ვერ ჩაერთონ კლასის ჯგუფურ აქტივობებში, ვერ მოახერხონ კლასელებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება;
- არასრულფასოვნების გრძნობა: „მე ყველაზე უარესი ვარ კლასში, ყველა მე მჯობს“;
- პერფექციონიზმი: „მე ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გავაკეთო, მცირე შეცდომაც კი არ უნდა დავუშვა“;
- ენაბორძიკი, ენურეზი და ტიკური აშლილობა, როგორც რეაქციები დაბრკოლების გადალახვის შიშით გამოწვეულ შფოთვაზე და ასევე, მათთვის სტრესულ მოვლენებზე;
- შიში – მრავალფეროვანი გამოვლინებებით – ბავშვი არ იძინებს მარტო, არ უნდა მარტო ოთახში დარჩენა, ეშინია ახლობლების სიკვდილის, მონსტრების და ა.შ.;
- „მიწებება“ დედაზე – გადაჭარბებული მიჯაჭვულობა, რის გამოც ყოველთვის უკმაყოფილოა და მოითხოვს ყურადღებას;
- გახდეს ჩაგვრის ობიექტი ან პირიქით, იყვნენ კონფლიქტური და დაჩაგრონ თანატოლი.
რამდენიმე ფილმია, რომლებსაც ბავშვები სიამოვნებით უყურებენ, რომლებიდანაც რაიმეს სწავლაც შეიძლება, ზოგი ძალიან გაგართობთ ერთად, ზოგიერთი კი დამაფიქრებელიც არის.
ოლივერ ტვისტი/ OLIVER TWIST
ოლივერ ტვისტი ობოლია, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. გამუდმებული დამცირება მისთვის აუტანელი ხდება და ის ლონდონში გარბის, სადაც თაღლითების ბანდის წევრი ხდება.
მისი პირველი “საქმე” წარუმატებელი აღმოჩნდება, თუმცა მისტერ ბრაუნლოუს, პატარა ქურდბაცაცა ციხეში გასტუმრების ნაცვლად, საკუთარ სახლში მიჰყავს. ეს ფილმი კლასიკური ნაწარმოების არაჩვეულებრივი ეკრანიზაციაა.
უცხოპლანეტელი/ the predator
სტივენ სპილბერგის საოჯახო ფილმი ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელია. ნდობა, ერთგულება, მზრუნველობა – ეს ის ცნებებია რაც ფილმს ლაიტმოტივად გასდევს და ბავშვებზე დადებით გავლენას ახდენს.
ფილმის კონცეფცია ეფუძნება გამოგონილ მეგობარს, რომელიც სპილბერგმა წარმოიდგინა მშობლების 1960 წელს გაყრის შემდეგ. 1980 წელს სტივენმა გაიცნო მეთისონი და მათ ერთად, დაუსრულებელი პროექტიდან „ღამის ცა“ შექმნეს ახალი ამბავი.
გადაღებები მიმდინარეობდა 1981 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, კალიფორნიაში, 10.5 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით.
განსხვავებით ბევრი მხატვრული ფილმისგან, სცენები თითქმის ქრონოლოგიურად გადაიღეს, რათა ახალგაზრდა მსახიობებს, როლს მიჩვეულებს, უფრო დამაჯერებლად ეთამაშათ.
ოზის ჯადოქარი/THE WIZARD OF OZ
ამ საოცარი ფილმის ნახვა მშობელსაც შეგიძლიათ თქვენს პატარასთანე ერტად, რადგან მოჯადოებული გზა, რომელიც ზღაპრულ სამყაროში შეგიძღვებათ ბოროტ ალქაჯებისა და კეთილი ფერიების სამეფოში გამოგზაურებთ.
1939 წლის ამერიკული, ფენტეზის ჟანრის მუსიკალური ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვიქტორ ფლემინგის მიერ.
დაფუძნებულია 1900 წლის ფრენკ ბაუმის საბავშვო რომანზე „ოზის საოცარი ჯადოქარი“. ფილმმა მიიღო ოსკარის ჯილდოები საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა და სიმღერისთვის.
ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე/ HACHI-KO
ემოციებით სავსე ფილმი კოლეჯისა პროფესორისა და ლეკვი ჰაჩიკოს სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ეს საოცარი ეკრანიზაცია ბავშვებს ერთგულების გრძნობითა და ცხოველების სიყვარულით აავსებთ.
ერთგულ ძაღლს ჰაჩიკოს იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს და მისი გარდაცვალების გამო, გლოვის დღე გამოაცხადეს. ძაღლი ერთ-ერთია მათგანია, ვინც ტოკიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი უყვართ, როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს.
The Book Thief – წიგნის ქურდი
9 წლის ლიზელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მიუნჰენში გადადის და კითხვას სწავლობს. დღითიდღე კითხვა მისთვის უმთავრესი მოთხოვნილება ხდება და გოგონა წიგნების მოპარვას იწყებს.
წიგნები ხდება იმ ინფორმაციის მიღების უმთავრესი წყარო, რაც მის გარშემო ხდება: ებრაელების დევნა, ანტიფაშისტური მოძრაობა, დამცირება და შიმშილი. წიგნები ეხმარებიან ლიზას პრობლემებთან გამკლავებაში და საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის დაწერაში.
საოცრება/ WONDER
“საოცრება” – ძალიან კარგი წიგნის კარგი ეკრანიზაცია. ფილმი სხვებისგან განსხვავებულ ბიჭუნაზე, მის არაჩვეულებრივ დედაზე და სიკეთეზე.
2017 წლის გენიალური ფილმი, რომელმაც არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, “ვარსკვლავური ომების” ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება.
მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა – მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს.
მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
ჯუმანჯი/ JUMANJI
“ჯუმანჯი” – თავგადასავლებისა და იდუმალების მოყვარული ბავშვებისთვის ზედგამოჭრილია
კარატისტი ბიჭუნა/ THE KARATE KID
“კარატისტი ბიჭუნა” – ბიჭზე, რომელმაც შრომითა და მონდომებით სასურველ მიზანს მიაღწია და თავისზე ძლიერები დაამარცხა.
ჩემი საზიზღარი ძიძა/ NANNY MCPHEE
“ჩემი საზიზღარი ძიძა” – სათაური უკვე მიანიშნებს იმას, თუ რა მხიარული თავგადასავლები გადახდებათ თავს ფილმის გმირებს. ფილმის ორივე ნაწილი ძალიან კარგი სანახავია.
ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი/ INDIANA JONES AND THE TEMPLE OF DOOM
“ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი” – ასევე განსაკუთრებული მძაფრი შეგრძნებებისა და იდუმალების მოყვარული ბავშვებისთვის.
კლასის წინ / FRONT OF THE CLASS
“კლასის წინ” – ამბავი ბიჭზე, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს, ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს ცხოვრებაში.
ფილმები შეგიძლიათ ნახოთ adjaranet.com-ზე.
























