23:51 | 2021-01-03 ავტორი: Prime Time

საბედისწერო ხელის თხოვნა – ქალი 192 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა

საბედისწერო ხელის თხოვნა – ქალი 192 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა

ავსტრიაში ქალი 192 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა. შემთხვევა ფალკერტის მთაში სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც 32 წლის ქალს შეყვარებულმა ხელი სთხოვა. ამის შესახებ mirror.co.uk-ი წერს.

 

შეყვარებულ წყვილს სურდა ორიგინალურად ჩაეტარებინა ხელის თხოვნის პროცედურა და ეს ჩანაფიქრი მათ მართლაც განახორციელეს, მეტიც, ხელის თხოვნა მოსალოდნელზე გაცილებით ორიგინალური და ექსტრემალური გამოვიდა.

 

„გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, ეს ვაქცინა კოსმოსიდანაა დაშვებული
2021-01-03„გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, ეს ვაქცინა კოსმოსიდანაა დაშვებული" - რომელ ვაქცინას გვირჩევს ლელა კაკულია

 

ქალი სიკვდილს თოვლის სქელი საფარის წყალობით გადაურჩა, რომელშიც ის ჩავარდა. მისმა საქმრომ კი, რომელმაც სცადა, ქალი დაეჭირა, თავადაც ვერ შეიკავა თავი და მწვერვალიდან 15 მეტრით დაშორებულ ადგილზე ჩავარდა.

 

საბედნიეროდ, წყვილი გადარჩა. მაშველებმა ქალი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ხერხემლის მოტეხილობა დაუდგინეს.

 

 

წყარო: nostal.ge

ავტორი: Prime Time

X