16:23 | 2021-07-18 ავტორი: Prime Time

საბერძნეთში კოვიდინფიცირებული ტურისტები საავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ

საბერძნეთში კოვიდინფიცირებული ტურისტები საავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ

საბერძნეთში, კუნძულ მიკონოს შემდეგ კრიტიკული ვითარება კუნძულ პაროზეც ფიქსირდება. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

როგორც ირკვევა, ინფიცირებულ ტურისტებს საკარანტინო სასტუმროები და ჯანმრთელობის ცენტრები ვერ იტევენ.

 

6 ტურისტი, რომელთა ასაკიც 18 წელია, 6 საათის მანძილზე ჯანმრთელობის ცენტრის გარე ავტოსადგომზე იყვნენ იზოლირებულები, ყოველგვარი დახმარების გარეშე. მათ გამოვლენილი  მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და თავს საკმაოდ ცუდად გრძნობენ.

 

ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამოქალაქო დაცვის სამინისტროს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X