18:00 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ სალეჩო საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

 

„მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ, საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: 6995779793.

 

აქვე გაცნობებთ, რომ მომართვის შემთხვევაში თქვენს შესახებ ყველანაირი სახის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი იქნება დაცული და ვერ გავრცელდება თქვენი ნებართვის ან სურვილის გარეშე‼️

 

თქვენს მიერ კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ინტერესებს, რათა ერთად გავუწიოთ მონიტორინგი თქვენს ჯანმრთელობას, გამოჯანმრთელებამდე და საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ ეფექტური დახმარება.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას“.

ავტორი: Prime Time

X