
„ძალიან გვეშინია, რომ შობის პერიოდში პანდემიის კიდევ ერთი აფეთქება გვექნება და დიდი ზეწოლა დაფიქსირდება ჯანდაცვის სისტემაზე. ოქტომბრის თვის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს, ხალხმრავლობა, სკოლები, ტრანსპორტი, ეს ყველაფერი ისევ პრობლემებს შექმნის.“ – ამის შესახებ პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი და ექიმი, ნიკოს კაპრაველომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ – სთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, იმის გამო, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის, ხშირად იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს სადაც მას მოკვლით ემუქრებიან.
„ვიღებ მუქარებს, რომ მომკლავენ. მემუქრებიან იმის გამო, რომ ვიბრძვი კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან ჰგონიათ, რომ სატანურ ქმედებებს ვახორციელებ და ხალხს მოვუწოდებ, რომ ვაქცინა გაიკეთონ.
უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს აუცრელ თანამოქალაქეებს, რადგან ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგანან. ამ დროისთვის არ ვხვდებით შემთხვევებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები რეანიმაციაში ხვდებოდნენ დაინფიცირების შემდეგ.“ – განაცხადა ნიკოს კაპრაველომ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















