17:17 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

საბჭოეთის ბელადების შვილები, რომლებიც გაიქცნენ და აშშ-ის მოქალაქეები გახდნენ

საბჭოეთის ბელადების შვილები, რომლებიც გაიქცნენ და აშშ-ის მოქალაქეები გახდნენ

საბჭოთა ბელადების შთამომავლების უმეტესობას რთული პერიოდის გადატანა მოუწიათ.

 

ზოგიერთი საერთოდ მოწყდა მშობლიურ კულტურას და უცხოეთში ცხოვრობს, ზოგი უკიდურეს სიღარიბეშია.

 

ზოგმა პაპა-ბებიის წყალობით “ოქროს ახალგაზრდობის” წლები განვლო.

 

ამ სტატიაში იხილავთ საბჭოთა გენმდივნების ოჯახის წევრების ისტორიებს, რომლებიც ახლა ამაყად ამბობენ, რომ ამერიკელები არიან.

 

                    სტალინის შვილიშვილი

 

იოსებ სტალინი დღემდე ყველაზე საკამათო მმართველია საბჭოეთის ისტორიაში.

 

მისი მმართველობის დროს განხორციელდა მასშტაბური ინდუსტრიალიზაცია და ტრაგიკული კოლექტივიზაცია.

 

სტალინის დროს იყო ტერორი და ასევე დიდი სამამულო ომის გამარჯვება. ის 1953 წელს გარდაიცვალა.

 

კომუნიზმის თაობა - სტალინის შვილიშვილი

 

1966 წელს კი მისი ქალიშვილი სვეტლანა, ინდოეთში ვიზიტის დროს, ამერიკის საელჩოში მივიდა და თავშესაფარი მოითხოვა.

 

ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, მიიღო მოქალაქეობა და სვეტლანა ალილუევას ნაცვლად, ლანა პიტერსი გახდა.

 

ლანა პიტერსი ცოლადაც ამერიკელს გაჰყვა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, კრის ევანსი.

 

ის ახლა 49 წლისაა – 14 პირსინგი აქვს, არაერთი ტატუ და პანკ-ჯგუფის სოლისტის ქცევები. კრისმა არ იცის რუსული და საეჭვოა იცოდეს ბაბუას დამსახურებების შესახებ შორეულ ქვეყანაში.

 

სტალინს სხვა შვილიშვილებიც ჰყავს, სვეტლანა ალილუევას უფროსი ქალ-ვაჟი, რომლებიც დედის წასვლის შემდეგ, რუსეთში დარჩნენ.

 

                        ხრუშოვის ვაჟი

 

ნიკიტა ხრუშოვის მმართველობის დრო თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვანების დევნით იყო გამორჩეული.

 

ამ დროს გაფრინდა კოსმოსში იური გაგარინი, მოხდა კარიბის კრიზისი და აშენდა „ხრუშოვკები“ – საბჭოთა მოქალაქეების საკუთარი ბინები.

კომუნიზმის თაობა - ხრუშოვის შვილი

სერგეი ხრუშოვი ნიკიტას მეორე შვილია. საბჭოთა კავშირში ის რაკეტთმშენებლობაზე სწავლობდა, მეცნიერებას მისდევდა, სოციალისტური შრომის გმირიც გახდა.

 

1991 წელს აშშ-ში წავიდა და კითხულობდა ლექციებს ცივი ომის შესახებ. სამუშაო პირობები ხელსაყრელი იყო და ამიტომაც, დარჩენა გადაწყვიტა.

 

1999 წელს ის ამერიკის მოქალაქე გახდა. ახლა ის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორია და ქალაქ პროვიდენსში ცხოვრობს.

 

                     ბრეჟნევის ძმისშვილი

 

კომუნიზმის თაობა - ბრეჟნევის ძმისშვილი

 

ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობა საბჭოთა კომუნიზმის ოქროს ხანა იყო – სტაბილური ფასები, კმაყოფილი მოსახლეობა.

 

ამასთან, კომუნიზმში იყო ეკონომიკური გამყინვარება, იყო პრაღის გაზაფხული და ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლა.

 

მისი შვილები რუსეთში დარჩნენ, თუმცა მისმა ორმა შვილთაშვილმა ბრიტანეთში ოქსფორდი დაამთავრეს და ერთ-ერთი ბრიტანეთშივე დარჩა საცხოვრებლად.

 

რაც შეეხება მის ძმისშვილს, ლუბა ბრეჟნევა 1990 წელს ის აშშ-ში გადავიდა, 9 წლის შემდეგ კი გამოსცა მემუარები „ბრეჟნევის ძმისშვილი“.

 

   

გორბაჩოვის ქალიშვილი

 

მიხეილ გორბაჩოვის დროს არსებობდა მშრალი კანონი და საჯაროობა.

 

კომუნიზმის თაობა - გორბაჩოვის ქალიშვილი

სწორედ მაშინ დაიწყო გარდაქმნები, ე.წ. „პერესტროიკა“ და დასრულდა საბჭოთა კავშირი.

 

ის საბჭოთა კავშირის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია და უკანასკნელია სოციალისტური ქვეყნის ცოცხალი ლიდერებიდან.

 

მისმა ქალიშვილმა, ირინა ვირგანსკაიამ საბჭოეთში სამედიცინოზე ისწავლა.

 

 

ეწეოდა მეცნიერულ საქმიანობას. ამჟამად ის სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, სადაც „გორბაჩოვ-ფონდის“ სათაო ოფისი მდებარეობს და იქ ის ვიცე-პრეზიდენტია.

 

რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებას არ გეგმავს, თუმცა იქ მისი ქალიშვილი და შვილიშვილი ცხოვრობენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: დიღომში საბჭოთა კავშირის დროშა ფრიალებს (ფოტო, ვიდეო)

ავტორი: Prime Time

X