
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნიდან, ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტოლის ცენტი დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
„შემდეგი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ ესაა, ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება, როგორც დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად. ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავლში იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.






















