
ოლქი, რომელშიც თბილისის მოქალაქეები მერთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატსაც ირჩევენ – საბურთალო ერთადერთი ოლქია დედაქალაქში, სადაც არჩევნები იმართება მაჟორიტარობის კანდიდატებს შორისაც.
არჩევანის გაკეთება საბურთალოს ამომრჩეველს მოუწევს “ქართული ოცნების” კანდიდატს ავთანდილ ცინცაძესა და ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, “გირჩის” წევრ, ბორის “ჩელე” ყურუას შორის.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















