12:51 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

საბურთალოს გამგეობამ, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N24 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოაწყო

საბურთალოს გამგეობამ, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N24 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოაწყო

საბურთალოს გამგეობამ, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N24 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოაწყო. აღნიშნულ მისამართზე თავდაპირველად ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც მოსახლეობას საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე შეხვდა. მათ ტერიტორიის მოწესრიგება მოითხოვეს.

 

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

 

დასრულდებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

 

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 79 522 ლარით დაფინანსდა.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X