15:30 | 2021-08-24 ავტორი: Prime Time

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებთან ერთად მერიაში შეხვედრა გამართა

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებთან ერთად მერიაში შეხვედრა გამართა

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა ცინცაძის 58 ნომერში  მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ქალაქ თბილისის მერიაში შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე უკანონო მშენებლობის ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს, რომელიც ნებართვის გაცემის პროცესში უსაფრთხოების კუთხით  ურბანული, სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით იქნა დახარვეზებული.

 

აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის ნებართვა 2017 წელს იქნა  გაცემული, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი წლებია აპროტესტებს.  საქმეზე არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ფლობელი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა და მისი პარტნიორები არიან.

 

ქალაქ თბილისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ.

 

 

(R)

 

ავტორი: Prime Time

X