21:55 | 2021-01-06 ავტორი: Prime Time

„საბურთალოს“ ორი ტრაგედია – საფეხბურთო კლუბი სამძიმრის განცხადებას ავრცელებს

„საბურთალოს“ ორი ტრაგედია – საფეხბურთო კლუბი სამძიმრის განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს საფეხბურთო აკადემია მწუხარებას გამოთქვამს მიშო ახლოურის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.

 

„მიშო ჩვენს 19-წლამდელთა გუნდში 2018-2019 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც სხვა გუნდში გადავიდა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

შსს-მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

ავტორი: Prime Time

X