12:53 | 2020-07-06 ავტორი: Prime Time

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება.

სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

„ფანასკერტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო, რაც პრობლემას ქმნიდა.

მარნეულში სკოლების მშენებლობა/ რეაბილიტაციის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
2020-06-30მარნეულში სკოლების მშენებლობა/ რეაბილიტაციის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

საკმაოდ დიდი ქუჩაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.

ავტორი: Prime Time

X