18:53 | 2020-05-16 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს.

 

მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

 

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X