
საჩხერის მერს, ბენიამენ ფალანდიშვილს, რომლის მეუღლეს „კოვიდ -19″ დღეს დაუდასტურდა, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, „კოვიდ -19“ არც საავადმყოფის 10 თანამშრომელს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ბანიამენ ფალავანდიშვილის მეუღლე საავადმყოფოს ექიმია. კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ კლინიკის 100- მდე თანამშრომელი იზოლაციაში არიან.
ავტორი: თეონა აბესაძე






















