19:00 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

სად არის მიხეილ სააკაშვილი – პენიტენციური სამსახურის განცხადება 

სად არის მიხეილ სააკაშვილი – პენიტენციური სამსახურის განცხადება 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ბრონირენული მანქანით გაიყვანეს და ვერტმფრენით გადააფრინეს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს. 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

 

ნახეთ ვიდეო:

 

ავტორი: Prime Time

X