12:52 | 2020-09-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სად არის შესაძლებელი ბათუმში უფასო PCR ტესტირება

სად არის შესაძლებელი ბათუმში უფასო PCR ტესტირება

აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.

1. ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2

2. საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30

3. ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20

4. N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7

5. თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4

 

მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

 

PCR ტესტირებისთვის კარვები გაშილილია ქ. ბათუმში ორ ლოკაციაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მერიის შენობის მიმდებარედ.

 

აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა „მედალფა“ და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

 

რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.

 

18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X