11:35 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ზუგდიდში

სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ზუგდიდში

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ეპარქია სრულად ითვალისწინებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით.

 

ამის შესახებ მან თემის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საპატრიარქომ გუშინ გააკეთა ოფიციალურ განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც ექნება სურვილი და საშუალება, საღამოს 9-დან დილის ექვს საათამდე, მივა ტაძარში.

 

მისი თქმით, რეკომენდაციებს რომელიც არის გაჟღერებული სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან, ეპარქია დიდი ხანია იცავს.

 

ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ აღდგომის ღვთისმსახურებამდე შეიკრიბება ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. მისივე თქმით, სავარაუდოდ ეს იქნება ზუგდიდის მშენებარე ტაძარი.

 

შეგახსენებთ,  მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!

 

დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

 

ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გათვალისწინებულ წესრიგს.

 

ასევე, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X