23:36 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

სად და რატომ შეხვდა გიორგი ფხაკაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს

სად და რატომ შეხვდა გიორგი ფხაკაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს

ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ, რომლითაც სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს გაიცნობთ.

 

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ასეთ დროს იღუპება 10 000-მდე ადამიანი - ბიძინა კულუმბეგოვი გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს
2021-10-20ასეთ დროს იღუპება 10 000-მდე ადამიანი - ბიძინა კულუმბეგოვი გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს

 

დღეს, თბილიში, საკუთარი სახლიდან მორიგი ჩართვა ჰქონდა გიორგი ფხაკაძეს და მან მამა პეტრე კოლხის წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც მის სახლში გაიმართა.

 

მისი თქმით, პრეზენტაციაზე იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 

„წიგნის პრეზენტაციაზე მოვიდა ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ასევე იქ იყვნენ სხვა პოლიტიკოსებიც, რომელთაც სულ სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, თუმცა იცით ყველაზე ძალიან რა მომეწონა? ჩვენ იქ პოლიტიკაზე საერთოდ არ გვისაუბრია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X