13:21 | 2020-04-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სად და როდის უნდა წარადგინონ თვითდასაქმებულებმა განაცხადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 

სად და როდის უნდა წარადგინონ თვითდასაქმებულებმა განაცხადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც საგანგებო რეჟიმის ამოქმედებიდან ვეღარ მუშაობენ და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, 300 ლარიანი კომპენსაციისათვის განაცხადი 21 მაისიდან 1 ივნისამდე უნდა შეავსონ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ ისაუბრა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც გვარამაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე შეიქმნება პლატფორმა, სადაც თვითდასაქმებულები შეძლებენ წარადგინონ დოკუმენტაცია

 

„აღნიშნული პლატფორმა, რომელიც თვითდასაქმებულებმა უნდა შეავსონ, იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ჩაშენებული. ახალი მოდული ამოქმედდება 21 მაისიდან და ამ პერიოდიდან შეძლებენ თვითდასაქმებულები რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია“, – თქვა მან.

 

თეა გვარამაძეს თქმით, მიკრობიზნესისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა განაცხადის შევსებიდან 10 დღის განმავლობაში მოხდება, თვითდასაქმებულების შემთხვევაში კი დაახლოებით 24 დღის განმავლობაში.

 

„პლატფორმაზე ატვირთული დოკუმენტების განხილვა ხდება დასაქმების სააგენტოს კოორდინაციით, სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არის უწყებათაშორისი და მათ მიერ გაანალიზებული დოკუმენტაცია უკვე წარედგინება უწყებათაშორის კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.

 

თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა.

 

როგორც კი მიკრობიზნესი განაცხადს ატვირთავს ელექტრონულ პორტალზე, 10 დღის განმავლობაში უკვე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა და თვითდასაქმებულების შემთხვევაში, სადაც საჭიროა სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვა, ამ შემთხვევაში განაცხადის ატვირთვიდან 2 კვირის განმავლობაში მოხდება განხილვა და 10 დღის შემდეგ ჩარიცხვა. განაცხადების წარდგენა ამ ეტაპზე შესაძლებელია 1 ივნისამდე“, – განაცხადა თეა გვარამაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X