15:20 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

სად და როგორ შეძლებთ „მწვანე პასპორტის“ აღებას – ამირან გამყრელიძის განმარტება

სად და როგორ შეძლებთ „მწვანე პასპორტის“ აღებას – ამირან გამყრელიძის განმარტება

ამირან გამყრელიძემ განმარტა სად და როგორ შეძლებენ მოქალაქეები მწვანე პასპორტებს აღებას.

 

ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

VIDEO: ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიიღო
2021-11-08VIDEO: ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიიღო

 

„არის სპეციალური აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვასაც სმარტფონებზეც შეძლებთ. ეს აპლიკაცია დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ ბაზასთან – ესენია იმუნიზაციის ბაზა და „კოვიდლაბ ბაზა“, სადაც ყველა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

აპლიკაცია იქიდან ამოიღებს {ინფორმაციას} თუ დადებითი ხართ, თუ PCR-ი ბოლო 72 საათში ან ანტიგენი ბოლო 24 საათში გაქვთ გაკეთებული და, შესაბამისად, აცრის სტატუსსაც ამოიღებს. ვისაც არ აქვს სმარტფონები ან უნარ-ჩვევები იმუშაოს აპლიკაციასთან, მათ იუსტიციის სახლში შეუძლიათ ქაღალდზე აიღონ კოვიდ-პასპორტი და ეს პასპორტიც იმუშავებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X