10:30 | 2020-08-03 ავტორი: Prime Time

სად დაიწყო კონფლიქტი ზურაბ ჟვანიას ვაჟსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის – მოტივი ცნობილია

სად დაიწყო კონფლიქტი ზურაბ ჟვანიას ვაჟსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის – მოტივი ცნობილია

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.

 

ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ ამ ფაქტმა იქ მყოფი ბუსა ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

 

მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა.

 

კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი, რომელიც ზურაბ ჟვანიას ვაჟს უკავშირდება - რომელი პოლიტიკოსი სცემა ბუსა ჟვანიამ
2020-08-02კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი, რომელიც ზურაბ ჟვანიას ვაჟს უკავშირდება - რომელი პოლიტიკოსი სცემა ბუსა ჟვანიამ

 

„ამის შემდეგ ბუსამ დაურეკა და უთხრა იმას (ყოფილი შეყვარებული) შენთან ერთად რა უნდოდაო. ლევანიმ უთხრა, მე სახლში ვარ და თუ რამე გაინტერესებს, მოდი და დავილაპარაკოთ. მერე რაც მოხდა კი იცით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან თოფაძის მეგობარი.

 

მომხდარის დაახლოებით იგივე ვერსიაზე საუბრობს ბიზნესმენი გოგი თოფაძეც.

 

„მე არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ“, – განაცხადა თოფაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

 

ფოტოზე – ბუსა ჟვანია

ავტორი: Prime Time

X