
გორში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ამ დროისთვის ამოღებულია ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომელიც ოჯახმა უკვე ნახა.
მათი თქმით, კადრში ჩანს თუ როგორ ელოდება გოგონა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე დედას, შემდეგ მიდის ახლოს მდებარე წყლის ონკანთან და ამის შემდეგ არასრულწლოვნის კვალი ამ ადგილიდან იკარგება.
არასრულწლოვანი 2 დღის წინ გაუჩინარდა. ის სოფელ ტინისხიდის მკვიდრია. 31 მაისს დედასთან ერთად გორში იყო ჩასული. რამდენიმე წუთით ბანკში შესულ დედას ფილიალის ეზოში მყოფი შვილი აღარ დახვდა.























