23:48 | 2021-12-11 ავტორი: Prime Time

სად იხილავს მალე სოფო ნიჟარაძეს საზოგადოება – ნახეთ, რა ფოტოებს ავრცელებს მომღერალი

სად იხილავს მალე სოფო ნიჟარაძეს საზოგადოება – ნახეთ, რა ფოტოებს ავრცელებს მომღერალი

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მისი მსმენელი და გულშემატკივრები დიდი სიხარულით შეხვდნენ მომღერლის სცენაზე დაბრუნების შესახებ ახალ ინფორმაციას. ამის შესახებ ცნობები მომღერლის Instagram-დან ხდება ცნობილი.

 

ვიდეო კადრებს და ფოტოებს, რომელსაც სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

ამასთან დაკავშირებით მომღერალი ლელა წურწუმია ვიდეოებს აზიარებს და აღნიშნავს, რომ სოფო 2 წელია არ უნახავს.

 

 

“2 წელია არ გვინახავს ერთმანეთი, ჩემი სოფო, ლამაზი, საყვარელი და ნიჭიერი,”- წერს ლელა წურწუმია.

 

 

ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძე საქართველოში რამდენიმე თვის წინ აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

 

ავტორი: Prime Time

X