
თბილისის მერი, კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნდა და დღეს სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
„მერი დაბრუნდა, დილიდან მერიაშია, ძველ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა“, – ამბობენ უწყებაში.
შეგახსენებთ, კახა კალაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მან რამდენიმე დღის წინ ფეისბუკ-ლაივის მეშვეობით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და სვავმს კითხვებს, თუ რა ხდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვალდებულად ჩავთვალე თავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დამატებითი კვლევები ჩავიტარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის. ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას,“ – განაცხადა კალაძემ.























