12:02 | 2021-06-07 ავტორი: Prime Time

სად იმყოფებიან ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილი ბავშვები – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განმარტება

სად იმყოფებიან ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილი ბავშვები – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განმარტება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილი ბავშვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

ინფორმავიის თანახმად, პანსიონიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები განთავსებული არიან ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში.

 

 

„ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

 

ცნობილია, რა გადაწყვიტა სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ 
2021-06-05ცნობილია, რა გადაწყვიტა სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ 

 

სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.

 

ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. აღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობით განხორციელდა. ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ასევე ნახეთ: ზომბებს ეძახიან ბავშვებს, ქრისტიანები რომ არიან იმიტომ – მიტროპოლიტი სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე

ავტორი: Prime Time

X