22:13 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

სად მიდის მილიონობით დოლარის ღირებულების ბრენდული სამოსი, რომელიც სეზონზე ვერ გაიყიდა

სად მიდის მილიონობით დოლარის ღირებულების ბრენდული სამოსი, რომელიც სეზონზე ვერ გაიყიდა

მოდა ჩვენი სამყაროს შემადგენელი ნაწილია. წელიწადში 150 მილიარდზე მეტი სამოსი მაინც იყიდება, რაც წარმოებული სამოსის 70 % შეადგენს. წარმოებული სამოსის 30% კი გასაყიდი  რჩება, რაც  საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემად რჩება. მთავარი კითხვაა, როგორ მოვიშოროთ  ზედმეტი სამოსი ისე, რომ გარემოს ზიანი არ მივაყენოთ.

 

BBC-ის კვლევების მიხედვით, მხოლოდ  ამერიკაში, 2017 წელს, 13 მილიონზე მეტი  ტანსაცმელი მოხვდა სანაგვეზე, ან დაწვეს. ყოველი ამერიკელი,  საშუალოდ, 37კგ ტანსაცმელს ყრის ყოველწლიურად, რაც გლობალურად 92 მილიონი ტონის შესაბამისია, თუმცა პროგნოზირებენ, რომ 2030 წლისათვის ეს რიცხვი, შესაძლოა 134 მილიონ ტონამდეც ავიდეს.

კაცმა, რომელიც პოლიციას “დაჩეხვით და თავის გაჩეჩქვით” ემუქრებოდა, ახალი ვიდეო გაავრცელა
2020-12-01კაცმა, რომელიც პოლიციას “დაჩეხვით და თავის გაჩეჩქვით” ემუქრებოდა, ახალი ვიდეო გაავრცელა

მთავარი პრობლემა მსოფლიოში ე.წ. სწრაფი მოდაა, რაც კოლექციების სწრაფ ცვლილებეს გულისხმობს. ადრე მხოლოდ ოთხი სტანდარტული სეზონი არსებობდა, ახლა კი ჩვენებებს გარდამავალი პერიოდი დაემატა, რაც უფრო ნაკლებ დროს აძლევს კოლექციებს და მის მყიდველს პროდუქციის რეალიზაციისათვის. მოდის სისტემა იყენებს  დიდი რაოდენობით არა განახლებად რესურსებს და ამგვარი სამოსი გარდერობში დიდხანს ვერ ძლებს, თუმცა ბოლო პერიოდში მოდის სახლები ცდილობენ მიდგომა შეცვლაონ და მხარი აუბან წამოწყებას, რაც გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებას გულისხმობს. ბევრი მოდის სახლი, ხელახლა იყენებს მის მიერ შექმნილ კოლექციიას, ახალი ნაწარმის შესაქმენლად.

 

2019 წელს ბარბერის სახლმა 250 დაუსაქმებელ ქალს თავისი სამოსი გადასცა. ამ აქციის მიზანი ქალების  დასაქმება  და მათი დამსაქმებლებთან  გასაუბრებისთვის მომზადება იყო. ეს მხოლოდ ქველმოქმედება არ ყოფილა, ეს კიდევ ერთი კარგი გზა აღმოჩნდა იმ სამოსისგან გასათავისუფლებლად, რომელიც არ გაიყიდა. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა  მდიდურლმა კომპანიამ,  90 მილიონი ევროს ღირებულების ტანისამოსი და აქსესუარები დაწვა  და ამ გზით გაანადგურაა. წარმოებულ სამოს და აქსესუარებს მოდის სახლები ანადგურებენ, რათა არ მოხდეს პროდუქციის დაბალ ფასად  გაყიდვა, რითაც თავს იზღვევენ მისი გაუფასურებისაგან და ინარჩუნებენ პრესტიჟულობას. ყველა კომპანიის მიზანია, თავიდან აირიდოს მათი პროდუქციის არასასურველ გადამყიდველებთან მოხვედრა და მათი გაუფასურება.

 

ავტორი: Prime Time

X