
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ნატა ქიტესაშვილი მერაბ კობიაშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ავღანეთის მისიაში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად არის.
„ტატუნაშვილი მარცხნივ, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა აწამა და ქართველების მიერ ნაწამები, მკვლელად შერაცხული მერაბი… დიდი ბავშვები, გოლიათი სხეულით და ბავშვივით გულით…
სულ ვეუბნებოდი რომ დინოზავრები იყვნენ, გადაშენების პირას მყოფი დინოზავრები, თავიაანთი სიმამაცით, პატრიოტიზმით, მიმტევლებლობით და სიყვარულით…
ზუსტად ვიცი, რომ დაენებებინათ თავი მერაბისთვის მეორე დღეს დაელაპარაკებოდა, დაარიგებდა და მიუტევებდა ამ ბიჭებს…
ყოველდღიურად ათობით მისი მეგობარი მეუბნება, რომ მერაბს, იმ წამს, ერთი ზარი გაეშვა, ეს რკინის მკვნეტელი ხალხი მის გვერდით დადგებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, განა იმიტომ რომ მათი იმედი არ ქონდა, არამედ იმიტომ რომ არ უნდოდა ბრძოლა, ქართველებთან ბრძოლა, საკუთარ სისხლთან და ხორცთთან…
მე ვამაყობ რომ მერაბი მყავს გვერდით, ვამაყობ რომ ტატუნაშვილი ყავდა მას გვერდით, ვამაყობ რომ ირაკლი გვყავს, კობა, არსენა, ჯორჯი, ტიელა, ჩემი ზიკო, დავითა, სახოკა, ჯაბა…
რაც არ უნდა გამიჭირდეს, როგორ უნდა დავეცე, როცა ასეთი გამორჩეული ხალხი მყავს გვერდით…“ – წერს ნატა ქიტესაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.






















