00:24 | 2021-04-21 ავტორი: Prime Time

სად სწავლობს გიორგი გახარიას ქალიშვილი 

სად სწავლობს გიორგი გახარიას ქალიშვილი 

გიორგი გახარიას პოლიტიკური ცხოვრების მიღმა, ბევრს საუბრობდნენ მის ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა, მედიაში იშვიათად იწერებოდა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის ჰალსტუხის გარეშე ცხოვრების დეტალებზე.

 

გახარიას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე 1983 წელს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა.

 

ქვეყნის მაშინდელმა პრემიერმა კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში ქალიშვილთან ერთად იცეკვა და მედიაში ამის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

 

ანნა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ, რის შესახებაც ცნობილმა მუსიკოსმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 2018 წელს, ღამის კლუბებში სპეც-ოპერაცია ჩატარდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ანა გახარია საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში ჩაირიცხა და იქ იმყოფებოდა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X