10:44 | 2021-03-13 ავტორი: Prime Time

სად უნდა დარეგისტრირდეთ იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ

სად უნდა დარეგისტრირდეთ იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნოთ

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

 

ვის და რა შემთხვევაში ეტყვიან უარს კოვიდვაქცინით აცრაზე საქართველოში
2021-03-12ვის და რა შემთხვევაში ეტყვიან უარს კოვიდვაქცინით აცრაზე საქართველოში

 

საქართველოში ვაქცინა პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. უკვე ცნობილია საიტი, თუ სად შეძლებს მოსახლეობა დარეგისტრირებას იმისთვის, რომ ვაქცინა მიიღოს.

 

საიტის მისამართია – Booking.moh.gov.ge. საიტზე შესვლის შემდეგ ადამიანს შეუძლია მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი და მისამართის მიხედვით აირჩიოს ყველაზე ახლომდებარე დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია. თავდაპირველად საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ.

ავტორი: Prime Time

X