13:17 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით – გიორგი ფხაკაძე

სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საგანგაშო პროგნოზს აკეთებს. მისი ვარაუდით, საქართველოში რამდენიმე დღეში პედიატრიული საწოლები და ჟანგბადი ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

 

ექსპერტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკრიტიკებს და უწყებას იმ რეკომენდაციებს ახსენებს, რომლებსაც გასულ წელს აძლევდა. გიორგი ფხაკაძის ცნობით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუმზადებელია და მალე, საქართველოში ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება.

[

გართულება აჩვენა… საუბარია Guillain-Barré სინდრომზე – გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
2021-07-13გართულება აჩვენა… საუბარია Guillain-Barré სინდრომზე – გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

 

 

“დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში, ჟანგბადის დეფიციტი იქნება ასევე 1-2 კვირაში.

 

ვაფრთხილებდი ყველას კიდევ 2 თვის უკან, რომ სისტემა ყოფილიყო მომზადებული და ყველა რესურსის მობილიზება ყოფილიყო. რა გაკეთდა? არაფერი.

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რას აკონტროლებს? ეს ცენტრი გადაიქცა მაყურებლად, ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “აკონტროლოს ეს ვირუსი”.

 

მავნე არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ, კლავს! სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! ვინმე გამცემს პასუხს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით. 2020 წლიდან ვუხსნი, მაგრამ არ ესმით, რატომ?… თქვენ შეეკითხეთ!

 

ექსპერტი კიდევ ერთხელ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ: 

 

  • ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი)

 

  • პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან)

 

  • ქვეყნის არჩაკეტვა და ეპიდემიის მართვა რეგიონების მიხედვით ( მარტო იმ რეგიონების ჩაკეტვა, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის)

 

  • მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი)

 

  • წითელი სატრანსპორტო კორიდორის გახსნა (რათა ტრანზიტულმა მძღოლებმა ვირუსი არ გაავრცელონ)

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X