
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის პასუხებს ასაჯაროებს და წერს, რომ მანქანის სალონში უკანა სავარძელზე თმა აღმოაჩინეს და ამის გარდა, გამოიკვეთა ახალი დეტალი – ავტომობილის წინა მხარე დაზიანებულია, რომელიც თამარის გაუჩინარებამდე, მანქანას მამის ინფორმაციით, არ ჰქონია.
არის დეტალები, რომლებიც დროის გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, ვერ დასტურდება ექსპერტიზის შედეგად. ამ და სხვა დეტალებზე ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილების ოჯახის დავოკატი ესაუბრა.
„იყო ერთი საინტერესო რამ: ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. აღმოვაჩინეთ, რომ გვერდითა მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული.
„ბუქსირის“გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი. ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა.” – ამბობს ადვოკატი.























