17:11 | 2021-06-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“სადღაც მაინც გსიამოვნებს თავადიშვილობა” – თავადური გვარის მსახიობები თავიანთ გენიალოგიაზე

“სადღაც მაინც გსიამოვნებს თავადიშვილობა” – თავადური გვარის მსახიობები თავიანთ გენიალოგიაზე

თავადური გვარების სიას გადავწყდი და იდეა გამიჩნდა, რამდენიმე ცნობილ “თავადიშვილს” დავკავშირებოდი. აქ ჩამოთვლილი გვარებიდან, ჩვენს “სელებრითებში”, მსახიობებზე გავაკეთე არჩევანი.

 

ეკა ანდრონიკაშვილს შვიდი სისხლი აქვს ნარევი, დედის გარდა, ყველა თავადურიო, ამბობს. ნანა ლორთქიფანიძემ ცნობილი რეჟისორი მამის, ბატონი გიგა ლორთქიფანიძის მიერ მოყოლილი ისტორია გაიხსენა. მართალია, არჩილ სოლოღაშვილი საგვარეულო სახლს გამოეთხოვა, თუმცა ძეგვის მიწაზე, თავადურ ფესვებთან დაახლოება ისევ გეგმაში აქვს. სალომე ფაღავა კი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელიც თავადურ წარმომავლობას არად მიიჩნევს და ამ თემას არ აღიარებს.

 

 

 

 

 

ნანა ლორთქიფანიძე: – სხვათა შორის, მომწონს და მიყვარს ჩემი გვარი. არ მხოლოდ თავადური წარმომავლობის გამო. შემადგენლობის თუ ჟღერადობის გამოც. ჩვენ, მოკლედ, მოგვწონს ლორთქიფანიძე. მამაც ამაყობდა გვარით.

 

თავის გვართან დაკავშირებით ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს. ერთი ასეთი ისტორია მისგან ვიცი. მოსკოვში, სასტუმროს დატოვების დროს, ანგარიში რომ უნდა გაესწორებინა, საოცრად დიდი თანხა გამოუწერეს, თურმე. გაოცდა და იკითხა, ეს რა ამბავიაო.

 

მაშინ უცხოელებისთვის სხვა ტარიფი იყო და საბჭოთა მოქალაქეებისთვის კიდევ, ბევრად უფრო იაფი. ანუ გაირკვა, რომ გიგას გვარი გატარებული იყო ლორდ-კიფანიდზე და ჩათვალეს, რომ ინგლისელი ლორდი იყო. მამამ რომ გააპროტესტა, მერე გაირკვა, რაშიც იყო საქმე.

 

ჩვენ ლორთქფინაძეების გერბიც გვაქვს და მიქელაძეებისაც. მამას დედა მიქელაძე იყო, ასევე თავადი.

 

ვარსკვლავური სამკუთხედი - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე ყოფილ ქმრებზე
2020-10-06ვარსკვლავური სამკუთხედი - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე ყოფილ ქმრებზე

 

ეკა ანდრონიკაშვილი: – ვამაყობ წინაპრებით და მიხარია, რომ ასეთი კეთილშობილური გვარის წარმომადგენელი ვარ. ეს შინაგანი ფილტრია.

 

ასეთი გვარი თითქოს რაღაცას მაინც გკარნახობს და ცდილობ, მიესადაგებოდე გვარს. თუმცა შინაგანი კრედო ყველას აქვს და ვერ დავიჩემებ, რომ ის მხოლოდ კეთილშობილი გვარის წარმომადგენლებს აქვთ. რაღაც არ გეკადრება, რაღაც ტრადიციები არსებობს, რომელსაც უნებურად იცავ. ერთგვარი “თავკონტროლი” გაქვს. მე, მაგალითად, არაფერს ისეთს არ გავაკეთებ, მამაჩემს შერცხვეს და ეწყინოს.

 

შვიდი სისხლი მაქვს და აქედან მხოლოდ დედაა გლეხი, დანარჩენი ყველანი, დიდი ბებია-ბაბუიანად თავადები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში. მე მაქვს: ქართული, რუსული, პოლონური, ბერძნული იტალიური, ფრანგული, გერმანული სისხლი.

 

ნატა ვაჩნაძის და ბაბუაჩემის დედა, ეკატერინე სლივიცკაია, პოლონელი იყო.

 

მამამ მთელი გენიალოგია იცის და მოყოლას რომ იწყებს, ტვინი მიდუღდება. ვერ ვიმახსოვრებ. სადღაც, ქვეცნობიერში, სულ მინდა ერთხელ დავუთმო დრო და კარგად გავიგო ისტორია. არადა, ამ ყოველდღიურ ორომტრიალში, ვერსადროს მოვიცალე საფუძვლიანად გავეცნო გენიალოგიას.

 

ის კი ვიცი, რომ ბიზანტიის იმპერატორებისგან, კომნენოსებიდან მოდის გვარი. იმპერატორმა ანდრონიკემ ცოლად შეირთო დავით აღმაშენებლის მამიდა, მართა და იქედან მოდიან ანდრონიკეს შვილები, შემდგომში ანდრონიკაშვილები. ახლო ნათესაური კავშირი გვქონია ილია ჭავჭავაძესთან. ჩემდა სამარცხვინოდ, ეს წელს გავიგე.

 

Exclusive: ლელა წურწუმიას ქალიშვილი საავადმყოფოში მოხვდა -
2021-06-12Exclusive: ლელა წურწუმიას ქალიშვილი საავადმყოფოში მოხვდა - "გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ ცოცხალია-მეთქი“

 

არჩილ სოლოღაშვილი: – სოლოღაშვილები ქართლ-კახეთის თავადები ვართ, ძეგვიდან. თან მხოლოდ მამის მხრიდან კი არ გახლავართ თავადი. დედა ციციშვილის ქალია, დედის დედა – დავითაშვილია.

 

ჩემთვის, ჩემი გვარის წარმომავლობას არაფერი მოუტანია. თუმცა სადღაც მაინც გსიამოვნებს ადამიანს თავადიშვილობა. თორემ მამულები მე არ მქონია და ძეგვის საგვარეულო სახლი, მოხდა ისე, რომ გაიყიდა. საუკუნე ნახევრის სახლი იყო. თუმცა ამ მადლიან მიწაზე ნაკვეთი გვაქვს, სადაც სამომავლოდ, ბევრი ფული რომ მექნება, სახლის აშენებას ვაპირებ.

 

დედის მხრიდანაც არც მიწა, არც წყალი, წარმომავლობის გარდა, არაფერი მერგო. მაგრამ როცა შენი გვარის გენიალოგია იცი, გსიამოვნებს.

 

ურთიერთობებში კი უთქვამთ, ახლა ნამდვილი თავადიშვილი ხარო. მე ვერ ვგრძნობ, მაგრამ მეუბნებიან, მაგალითად, ჟესტებზე, ცხოვრების წესზე… არის რაღაცები, რასაც ვერ გამაკეთებინებ, არ ვიზამ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თავადიშვილობაზე, ყველანაირი სტერეოტიპი იმსხვრევა, რა როლსაც მომცემენ, იმას ვთამაშობ.

 

ჩემს ძმას ულვაშის ტარების მანერაც სხვანაირი აქვს. მას უფრო კარგად აქვს გაანალიზებული ჩვენი გვარის წარმომავლობა და დავიდოვ-სოლოღაშვილის გვარსაც ატარებს.

 

2021-06-14"აქამდე არ ვიცოდი, ეს გრძნობა რა ყოფილა..." - ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის წარმატების შესახებ

 

სალომე ფაღავა: – გულრფელად რომ გიპასუხოთ, საკმაოდ დიდ ასაკამდე არ ვიცოდი, ჩემი გვარის წარმომავლობა. მერე მე და ჩემი და რომ წამოვიზარდეთ, ბაბუამ მოგვიყვა. ვისი გორისა ხარ, უნდა იცოდე.

 

სიამოვნებით ვუსმენ დიდ თაობას, როდესაც საკუთარ ისტორიას მიყვებიან.

 

ფაღავები იყვნენ ორბელიანები. ძლიერი გვარია. გადასახლებაში მოყვნენ, ბაღვაშები იყვნენ და შემდეგ გახდნენ ფაღავები.

 

90-იანი წლებიდან მოვდივარ და მახსოვს, მასწავლებლები იქნებოდა თუ ტაქსის მძღოლები, გვარს რომ გაიგებდნენ – “ხოხ, ფაღავა?!”- გვარს აუცილებლად გაუსვამდნენ ხაზს. ასეთი შეძახილები მახსოვს.

 

პატივს ვცემ წინაპრებს, გვარს, მაგრამ ამპარტავნულად რომ მეამაყებოდეს, ეს დამოკიდებულება არ მაქვს. ვფიქრობ, ეს სიმახინჯეა. პატივს ვცემ, მაგრამ ამით გამორჩეულად, თავს არ მივიჩნევ.

 

მეუხერხულება და გვარებით სოციალურ კლასებად დაყოფა, ჩემთვის, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს არაფერს ცვლის.

 

ჩემი დედ-მამა შორს არიან თავადური გვარის აღიარებისგან, ალბათ, მეც ამიტომ მაქვს ფაღავასადმი ასეთი დამოკიდებულება. მადლობა, საინტერესო ზარისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის.

ავტორი: თამარ გონგაძე

X