08:24 | 2021-12-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სადღესასწაულო დღეების შემდეგ პირდაპირ შევაბიჯებთ მეექვსე ტალღაში“ – ეპიდემიოლოგების პროგნოზი

„სადღესასწაულო დღეების შემდეგ პირდაპირ შევაბიჯებთ მეექვსე ტალღაში“ – ეპიდემიოლოგების პროგნოზი

ქვეყანა მეექვსე ტალღის მოლოდინშია. ეპიდემიოლოგები სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების ზრდას არ გამორიცხავენ.

 

მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ომიკრონის“ შტამი მოსახლეობაში მასშტაბურად გავრცელდება, მდგომარეობა მეტად დამძიმდება.

 

„ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან რთულია, გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც თავის მხრივ, გაზრდის მობილობას როგორც ქალაქში, ისე ქალაქებს შორის, რაც გამოიწვევს ინფექციის უკონტროლო გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ პირდაპირ შევაბიჯებთ მეექვსე ტალღაში. რამდენად რთული იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა სადღესასწაულო დღეებში რეგულაციებს და რამდენად სწრაფად ჩაერთვება ჩვენი მოსახლეობის აუცრელი ნაწილი იმუნიზაციის პროცესში“, – აცხადებს “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X