22:25 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საელჩოს ვუთხარი, ორსული ვარ და დახმარება მინდა მეთქი, ტელეფონი გამითიშეს – იტალიაში მყოფი ქართველი დახმარებას ითხოვს

საელჩოს ვუთხარი, ორსული ვარ და დახმარება მინდა მეთქი, ტელეფონი გამითიშეს – იტალიაში მყოფი ქართველი დახმარებას ითხოვს

ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი „პრაიმტაიმს“ დახმარების თხოვნით დაუკავშირდა.

 

ირმა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა, ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან პასუხს ვერ იღებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალი ფეხმძიმედაა და ეს კიდევ უფრო ართულებს არსებულ მდგომარეობას.

 

„საქართველის საელჩო ნორმალურ პასუხს არ გვცემს. ჩაკეტილ საზღვრებზე მეუბნება, ბილეთი აიღე და წადიო. 2-ჯერ ავიღე ბილეთი და ორივე გამიუქმდა, ფულს კი არავინ გვიბრუნებს. საელჩოს ვუთხარი, ორსული ვარ და დახმარება მინდა მეთქი, ამ დროს ტელეფონი საერთოდ გამითიშეს. ასეთ მდგომარეობაში ვართ მე და კიდევ საქართველოს 3 მოქალაქე. ამ ყველაფერს კარანტინიც ემატება, უცხო მიწაზე რა უნდა გავაკეთოთ?! საჭმელი ხომ გვინდა, ან წყალი. ჩვენ საერთოდ გვყავს მთავრობა“, – ამბობს ემიგრანტი.

 

„პრაიმტაიმი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ უახლოეს დროში საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდებიან და დროულ დახმარებას აღმოუჩენენ.

 

დაგვეხმარეთ, სანამ მართლა დავინფიცირდით! - ნეაპოლში მცხოვრები ქართველები დახმარებას ითხოვენ
2020-03-13დაგვეხმარეთ, სანამ მართლა დავინფიცირდით! - ნეაპოლში მცხოვრები ქართველები დახმარებას ითხოვენ
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X