
საერთაშორისო სახლი, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს.
საერთაშორისო სახლის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს ფატის გამო და მასწავლებლის ყველა ახლობელს უსამძიმრებს.
„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას: ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ქალს მეგობრები მეორე დღეა ეძებდნენ. არსებული ინდორმაციით, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაგაინტერესებთ:






















